ნინო ლომჯარიამ პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა

29 ნოემბერი 2017, 00:00 2288 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ხვალ აირჩევს. უმრავლესობის მიერ წარდგენილ ნინო ლომჯარიას დღეს დეპუტატებმა მოუსმინეს. იგი, უმრავლესობის მიერ ოფიციალურად წარდგენამდე, მმართველ გუნდს სხვა სამ კანდიდატთან ერთად, ამ პოზიციაზე შესარჩევად მესამე სექტორმაც შესთავაზა.

ხვალისთვისაა დაგეგმილი კენჭისყრა, ასევე ხვალ მოუსმენენ “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ გიორგი ფოფხაძესაც. უკვე ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს უმცირესობის ნაწილი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი