“აბრეშუმის გზა”- ფორუმი თბილისში

28 ნოემბერი 2017, 00:00 2890 ნახვა

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

მონაწილეები და მასპინძლები ერთხმად უსვამდნენ ხაზს ფორუმის მნიშვნელობას, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ მისი სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და იმ ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ძირითადად ინფრასტრუქტურაში. რიგით მეორე ფორუმში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, 1 100 კერძო სექტორის წარმომადგენელი.  

ამავე კატეგორიაში