აჭარის მთავრობას რეგიონის ბიუჯეტის პროექტი 30 შენიშვნით უკან უბრუნდება, საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ნაწილი მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსფერო თანხის შემცირებას აპროტესტებს.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, დეპუტატ გიორგი რომანაძის განცხადებით, ქობულეთს 8 მილიონი ლარით ნაკლები გადაეცემა. რომანაძე ამბობს, რომ ტრანსფერების შემცირება რაიონებისთვის მიზანშეწონილი არ არის. " საკმაოდ კრიტიკულები ვიყავით ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ცვლილებით დაბრუნებულ ბიუჯეტში ეს თანხა გაზრდილი იქნება. იმ ფონზე, როცა ქობულეთში საკმაოდ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, მათ შორის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ტრანსფერის შემცირება გამართლებული არ არის’’ - აცხადებს გიორგი რომანაძე