სასტუმროს, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთვარსკვლავიანის სტატუსი აქვს მინიჭებული

27 ნოემბერი 2017, 00:00 3655 ნახვა

2017 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა გამკაცრებული რეგულაცია, შეიცვალა მოთხოვნა და რეგლამენტი, სწორედ ამის შესაბამისად მიეცა ქალაქის მერიას უფლება მეტი მოთხოვნა დაეწესებინა მიმდინარე წელს შესულ სამშენებლო პროექტებზე.

თუმცა, შედარებით გამკაცრებული მოთხოვნები არ ასახულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, ანუ მოთხოვნა ისე გამკაცრდა, რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის, სანქციის ნაწილი იგივე დარჩა - მაქსიმუმ 300 ლარი, 180 ნომრიანი სასტუმროსთვისაც და მცირე ზომის ობიექტისთვისაც.

ლეოგრანდი,” რომელიც ერთხელ დააჯარიმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, 2013 წელს, მშენებლობის ნაწილში დაუჯარიმებია ქალაქის მერიასაც, თუმცა დღეს ვერ გავარკვიეთ კონკრეტულად  რა დარღვევისთვის. ბათუმის მერიამ გლოვის დღესთან დაკავშირებით ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. როგორი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა შენობებში? რას ჰყვება ადამიანი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად იყო ქალაქის მთავარი არქიტექტორი?

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი