აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის

27 ნოემბერი 2017, 00:00 2845 ნახვა

აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის_ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.

ელჩის განცხადებით, აშშ-ში ნოემბერში ქართული დელეგაციის ვიზიტი პოზიტიური და წარმატებული იყო. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის უწყებაში რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებზეც გამახვილდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი