სასტუმრო ''ლეოგრანდში'' ხანძრის დროს დაღუპული, ზაურ აბულაძის მამა, მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. ნოდარ აბულაძეს კითხვები აქვს- იყო თუ არა დაცული სასტუმროში უსაფრთხოების ზომები და თუ იყო, რატომ ვერ შეძლეს ახალგაზრდებმა შენობიდან გამოსვლა.
გამოძიების დროულად და ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ სხვა დაღუპულების ახლობლებიც, თუმცა მედიასთან კონტაქტს ერიდებიან.