25 ნოემბერს აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ საგანგებო თათბირზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ, მიიღეს გადაწყვეტილება. თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 ათასი ლარი გადაეცემა.
„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.
ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.