საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება.
საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.''- აღნიშნული განცხადება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა.