არის თუ არა საცხოვრებელ კორპუსებში უსაფრთოების ზომები დაცული

25 ნოემბერი 2017, 00:00 4247 ნახვა

არის თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოქალაქეები, რომლებიც ბოლო წლებში აგებულ მაღალსართულიან სახლებში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ შენობებს ალტერნატიული შესასვლელები არ აქვთ, უგულებელყოფილია უსაფრთხოების ნორმებიც.

უსაფრთხოების ზომები დარღვეულია ძველ კორპუსებშიც, სადაც მიშენებების გამო დახშულია სადარბაზოები, გაუქმებულია სახანძრო კიბეები, სახურავებზე კი მანსარდებია დაშენებული. 

საცხოვრებელი კორპუსების უმრავლესობაში სახანძრო გეგმები განთავსებული არ არის. მშენებელ კომპანიებს კანონმდებლობა ამას არ ავალდებულებდა, უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ კანონი კი ძალაში მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან შევიდა.

არქიტექტორებმა იციან, რომ ნაგებობის პროექტირებისას, ევაკუაციისთვის დამატებითი გზის, ასევე, კიბეების მოწყობა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვაა აუცილებელი, თუმცა, მერიაში ღიად აფიქსირებდნენ იმ ფაქტს, რომ გასულ წლამდე მოქმედი ნორმით, ეს სავალდებულო არ იყო. ძველი რეგულაციით, 3 სართულზე ზემოთ, 2 კიბის უჯრედის, საევაკუაციო ლიფტების მოწყობა და სახანძრო სტენდების დამონტაჟების ვალდებულება არ არსებობდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი