ყველაზე მეტად, რაც ჩვენ გვაღელვებს, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მიმდინარე სპეცოპერაციას ყურადღებით აკვირდებიან და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.
ელჩის თქმით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სამართალდამცველი ორგანოები მოახდენენ საზოგადოების ინფორმირებას.
”აქ ორი საკითხია, პირველი ის, რომ სპეცოპერაციის პერიოდში არ უნდა მოხდეს ვინმეს დაშავება. მეორე ის, რომ როდესაც დასრულდება ოპერაცია თვითონ კანონ აღმასრულებელმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის უსაფრთხოება”, - განაცხადა ელჩმა.