სტრუქტურული რეორგანიზაცია მთავრობაში

19 ნოემბერი 2017, 00:00 2313 ნახვა

სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, იქნება ინიცირებული. კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობამ 15 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა. ცვლილებებით, უქმდება ოთხი სამინისტრო - ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი; გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კანონის მიღების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი