უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია

19 ნოემბერი 2017, 00:00 2358 ნახვა

ამ დრომდე უცნობია უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევის რეისს ელოდებიან, რომელზეც შესაძლოა დეპორტირებული ქართველები იყვნენ. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით კი შესაძლოა დეპორტირებულები ბორანზე იყვნენ, რომელიც დღეს ფოთში უნდა შემოვიდეს.

ღამით კიევიდან თბილისის მიმართულებით ორი რეისი შესრულდა, დეპორტირებულთა ოჯახის წევრები მათ გამოჩენას აეროპორტში მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ. დეპორტირებულებს შორის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კიევში ცხოვრობდა. ოფიციალური ჯერ - ჯერობით არ გაკეთებულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი