მინისტრებს კომიტეტებში მოუსმენენ

18 ნოემბერი 2017, 00:00 2056 ნახვა

მომავალი კვირიდან ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში კომიტეტების სხდომაზე დაიწყება.  14 სამინისტროს ხელმძღვანელს, 16 კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

მმართველ პარტიაში მოლოდინი აქვთ, რომ რეორგანიზაცია გაამართლებს, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს.  ოპოზიცია კი ხელისუფლების აკრიტიკებს და გადაწყვეტილებას მორიგ წარუმატებელ პროექტად მიიჩნევს. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

ამავე კატეგორიაში