შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები არ განახლებულა

17 ნოემბერი 2017, 00:00 3282 ნახვა

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები ამ დრომდე არ განახლებულა. არჩევნების შედეგებზე, საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის არ არის. 

ინფორმაცია არ იძებნება არც ახალი მერების შესახებ, ორივე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე  ყოფილი გამგებლებისა და მოადგილეების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. 

ამ ორი მუნიციპალიტეტიდან განსხვავებით, ქედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს,  ახალი მერის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს განთავსებული და განახლებულია ინფორმაცია.

ხულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ხულოს ოფიციალურ ვებგვერდის განახლებაზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს დღეებში ახალი ვებგვერდი ექნებათ. რაც შეეხება ინფორმაციის განახლებას თორნიკე მიქელაძე ირწმუნება, რომ დღესვე განაახლებს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი