დანდალოს მოსახლეობამ აქციები განაახლა

23 ივნისი 2016, 00:00 3836 ნახვა

დანდალოს მოსახლეობა 220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის სოფელში გაყვანას ისევ ეწინააღმდეგება. დღეს ადგილობრივებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის გიორგი შარკოვი, ქედის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მოსახლეობის თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა, სასაფლაოების და საცხოვრებელი სახლების ახლოს გაივლის, ისინი პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. გიორგი შარკოვი ადგილობრივების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე ინფორმაციით ძაბვასთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები კომპენსაციას მიიღებენ. შუახევის, ქედის და ბათუმის მოსახლეობის კომპენსირებისათვის 22 მილიონი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში