საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან მომხდარი ინციდენტის გამო თურქი მებაჟეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზოგიერთი კი სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს.
ორი თვის წინ მათ ჩვენს გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. დაიკითხნენ მაუწყებლის ჟურნალისტი და ოპერატორი, რის შემდეგაც გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
საქმე პირად კონტროლზე აიყვანა თურქეთის კონსულმა ბათუმში და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ მაშინ ''მთავართან'' განაცხადა, რომ საკითხს ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის დროს დააყენებდა. სწორედ დღეს, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი თურქული მხარის გადაწყვეტილების შესახებ.