ამერიკის ქალაქ ფინიკსში სათვალთვალო კამერებმა მეტეორიტის ჩამოვარდნა დააფიქსირეს. უნიკალური კადრები ამერიკულმა ტელეარხმა ენ-ბი-სიმ გაავრცელა. თვითმხილველების განცხადებით, ღამის ცაზე მოულოდნელად მსხვილი მანათობელი ბურთი გამოჩნდა.
მან ცის ჩრდილოეთ ნაწილისკენ გადაიფრინა და სავარაუდოდ ატმოსფეროშივე გაქრა. ადგილობრივი მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ ციური ობიექტის ფრენის ფაქტს. ისინი ახლა ვიდეომასალას სწავლობენ.