“კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციების და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად” - ევროკომისიის პროექტის მეოთხე ფაზა გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები მოწყვლად უბნებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე რისკების შემცირების სწავლება სკოლებსა და ბაღებში. პროექტში დონორი ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული, მას კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი გაუწევს. პროექტს ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატი აფინანსებს და ის ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ხორციელდება.