ირანის დასავლეთით, პროვინცია კერმანშაჰში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 530-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვმა კი 8 ათას გადააჭარბა. მონაცემებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გუშინ ირანის ხელისუფლებამ კერმანშაჰში მიმდინარე სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა. ირან-ერაყის საზღვარზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა კვირას საღამოს მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის კუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელში.