2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიაში გაიმართება. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გააცნო.
რამაზ ბოლქვაძის თქმით, 351 მილიონიანი ბიუჯეტი ყველა სამთავრობო უწყების დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს. მთავრობის წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომელიც ძირითადად ჯანდაცვის მიმართულებას ეხებოდა.
საბიუჯეტო პრიორიტეტებს ოპოზიცია აკრიტიკებს. გია დიასამიძე მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო სფეროში კადრების დეფიციტზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხთან ერთად ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ პრობლემებს უნდა დაუთმოს.
დაგეგმილი პროექტები მოსწონს უმრავლესობას. ფიქრობენ, რომ მთავრობამ პრიორიტეტები სწორად განსაზღვრა. შენიშვნებთან დაკავშირებით, დაკსვნებს კომისიები 20 ნოემბრის ჩათვლით წარმოადგენენ