სასმელ წყალში ნაპოვნი უცხო სხეული ნესტის ჭია აღმოჩნდა

14 ნოემბერი 2017, 00:00 5509 ნახვა

დღეს, 14 ნოემბერს, ავტოსადგურში, სასმელ წყალში ნაპოვნი უცხო სხეული ნესტის ჭია აღმოჩნდა - წყლის ლაბორატორიული კვლევა დასრულდა. 

"ბათუმისწყალში" აცხადებენ, რომ ნესტის ჭია შესაძლოა არტეზიული წყლებს გამოყვა, თუმცა ამტკიცებენ, რომ იგი უვნებელია ჯანმრთელობისათვის და წყლის ხარისხზე არ აქვს გავლენა. "მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებენ უწყებაში. 

დღეს, ავტოსადგურში, ონკანიდან წყალს უცხო სხეული გამოყვა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია სადგურის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს.

როგორც ავტოსადგურის ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის თანამშრომელი ყვებოდა, ქვეწარმავალი ონკანიდან ბოთლში წყლის ავსების დროს აღმოჩნდა. ასე მოახერხეს მოვაჭრეებმა წყლის დაბინძურების ფაქტის დაფიქსირება. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში