ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შს სამინისტროს პორტფელს ჩაიბარებს

13 ნოემბერი 2017, 00:00 3473 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ამავდროულად ვიცე-პრემიერიც იქნება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ეს ამ სამინისტროს პრიორიტეტულობას უსმევს ხაზს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და მის ხაზგასასმელად შს მინისტრი ვიცე პრემიერიც იქნება"  განაცხადა საქართევლოს პრემიერ მინისტრმა.

რაც შეხება ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, ის სამინისტროში შექმნილ ახალ სააგენტოს უხელმძღვანელებს. ერთიანდება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სააგენტოები და იქმნება ერთი უწყება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

ამავე კატეგორიაში