‘’ ტრადიციების კვალდაკვალ’’ - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, ინდივიდუალური და საოჯახო შემსრულებლების ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში.
სადაც ბათუმის, ქობულეთის, ქედის და ხულოს კერძო და საჯარო სკოლის 25- მა მოსწავლემ საკონკურსო ნაშრომები წარმოადგინა. ხვალ კი ფესტივალის საკონცერტო ნაწილი გაიმართება. მისი ჩატარების მიზანი სოფლად შემორჩენილი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შენარჩუნება და პოპულარიზაციაა.