ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. მსჯელობის საგანი დღეს, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებები იყო.
ირკვევა, რომ დაფინანსება ამ სფეროებში ძირითადად უცვლელი დარჩა, გაგრძელდება ძველი პროგრამებიც. არის სიახლეც, მერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს.