''არა გაყალბებას'' - საპროტესტო აქცია

09 ნოემბერი 2017, 00:00 3174 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ გუშინ  გაუჩინარებული გიორგი როყვა იპოვეს. ინფორმაციას  შსს მოგვაწოდა. უწყების ცნობით, როყვა ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთში გაუჩინარებული გიორგი როყვას მხარდასაჭერი აქცია დილიდან იმართება.   არა _ გაყალბებას, არა _ ძალადობას და შანტაჟს" _ მშვიდობიანი მსვლელობა ოზურგეთში გიორგი როყვას გაუჩინარებასთან დაკავშირებით გაიმართა.  

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მიმართავენ გამოიძიონ გიორგი როყვას გაუჩინარების ფაქტი. ოზურგეთის მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მთავრობას მიმართეს. ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. მასში ორი კანდიდატი: ქართული ოცნებიდან გიორგი სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე მონაწილეობენ. 

ამავე კატეგორიაში