2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა

07 ნოემბერი 2017, 00:00 3846 ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. 10 წლის წინ 3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციები და „სირცხვილის კორიდორების“ ეწყობოდა სხვადასხვა სახელმწიფო შენობასთან. 7 ნოემბრისთვის დაანონსებული იყო პარლამენტის წინ „კარვების ქალაქის“ გაშლა. თუმცა აქციის მონაწილეები დაარბიეს, პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  იმავე საღამოს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი  საპრეზიდენტო  არჩევნები  დანიშნა.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის ფაქტზე გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. პროკურატურა 7 ნოემბრის მოვლენებზე ყოფილ მაღალჩინოსნებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ედავება. დავით კეზერაშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურა მათ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ედავება. სასჯელს იხდის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში