დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა და იქ დისლოცირებულ ამერიკულ შენაერთებს მოინახულა

07 ნოემბერი 2017, 00:00 2139 ნახვა

დონალდ ტრამპი, სამხრეთ კორეაში ჩავიდა და იქ დისლოცირებულ ამერიკულ შენაერთებს მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში, ტრამპი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა. ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი სეულის მიმდებარედ საჰაერო ბაზაში ჩაფრინდნენ.
 

ტრამპებს წითელ ხალიჩასთან საპატიო სალუტებით დახვდნენ. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპის ვიზიტის მიზანია, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან მიმართებით ვაშინგტონის მკაცრი პოზიცია აჩვენოს. თუმცა რეგიონში შიშობენ, რომ ტრამპის აგრესიულმა რიტორიკამ, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე გაზარდოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი