ფანჯრებს მიღმა ბეტონებია

06 ნოემბერი 2017, 00:00 5098 ნახვა

სამშენებლო ნორმების დარღვევები და საცხოვრებელი კორპუსების ერთმანეთთან ახლოს მშენებლობა გააპროტესტეს დღეს ბათუმში, ბაგრატიონის 150 ნომერში მცხოვრებლებმა.  მათი განცხადებით, ახალმა კორპუსმა ბინების დიდი ნაწილი ჩააბნელა. ქვის კელდები კი მათი ფანჯრებიდან რამდენიმე მეტრშია. მოქალაქეები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემების გამო ხშირად ზარალდებიან.

მშენებელ კომპანია ‘’როიალ პალასში’’ კომენტარს არ აკეთებენ. განმარტავენ, რომ კორპუსის ასაშენებლად მეზობლების წერილობითი თანხმობა აქვთ.

ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს. საკითხზე კი ოფიციალურ კომენტარს  არ გააკეთებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი