2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 658.7 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. . დაფიქსირდა 27.8% ზრდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 1.1 მილიარდ შეადგენს, რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 6.8%-ს შეადგენს.
2017 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,653,855 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +38.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.