საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა

03 ნოემბერი 2017, 00:00 2998 ნახვა

2017 წლის იანვარი - ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6 მილიონ 430 ათას 824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილიონ 016 ათას 180-ით მეტია. დაფიქსირდა 18.8% ზრდა - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან,  თურქეთიდან,  და ირანიდან განხორციელდა.

გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებით იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3 მილიონ 042 ათასს 907 შეადგინა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მიმდინარე წელს გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, ნიდერლანდები, საფრანგეთი  და გერმანია გამოირჩეოდნენ.

მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი