სპორტი მთავარში

02 ნოემბერი 2017, 00:00 2915 ნახვა

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები. ქართველმა ქალებმა კონტინენტის ჩემპიონატის მეხეთუ ტურში მშრალი ანგარიშით 4:0 გაანადგურეს სომხეთის ქალთა ნაკრები და სატურნირო ცხრილის  მეორე საფეხურზე გადაინაცვლეს!  5 ტურის შემდეგ ქალთა ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით რუსეთის გუნდი ლიდერობს.  8-8 ქულით II-V ადგილებს ინაწილებენ: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი და თურქეთი. მომდევნო ტურში ჩვენი მეტოქე უკრაინა იქნება. ამავე ტურში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ ქართველი ქართველი ვაჟები ისრაელთან მატჩში.ჩემპიონატი კუნძულ კრეტაზე 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მონაწილეობს, ქალთა შორის 32 ნაკრები. მომდევნო, მეორე ტურში ქართველი ქალები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟები ჩეხებს.

გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალისტთა ვინაობა გაირკვა. პირვე შეხვედრაში საჩხერის ჩიხურამ უპრობლემოდ სძლია მესამელიგელ იმერეთს ანგარიშით 0:5. მეორე ნახევარფინალურ წყვილში, ქუთაისის ტორპედომ და თბილისის დინამომ უგოლო ფრე დააფიქსირეს.ქართული დერბის პრინციპული სათასო დაპირისპირების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. 11-მეტრიანები უკეთ ქუთაისელებმა შეასრულეს და ანგარიშით 5:4 მოიგეს. შედეგად ფინალში ტორპედო და ჩიხურა ითამაშებენ. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

6 ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეკრებას იწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩებში 10 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ფინეთთან და ლიტვასთან სათამაშოდ მოემზადებიან: საქართველოს 19-წლამდე ნაკრები კი 8-14 ნოემბერს ევროშესარჩევ ციკლში ჩაერთვება, რომელიც ბოსნიაში გაიმართება. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელთა გარდა საფრანგეთი და ანდორა იქნებიან. გიორგი ყიფიანის გუნდი რამდენიმე დღით ადრე ესტუმრება ბოსნიას და მზადების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაივლის. ჩვენი გუნდი ტურნირის პირველ მატჩს 8 ნოემბერს ბოსნიასთან გამართავს, 11-ში ანდორას შეხვდება, ხოლო 14-ში - საფრანგეთს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მადრიდის "რეალი" ლონდონში "ტოტენჰემთან  ანგარიშით 3:1 დამარცხდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.  დროტმუნდის ბორუსიამ ვერ ამ ტურში მოიგო ევროპის ლიგის საგზურისთვისაც მოუწევს ბრძოლა. ეფ ჯგუფში პეპ გვარდიოლას სიტიმ სტუმრად ნაპოლის სძლია და ფაქტიურად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური. ხარკოვში ფეინორდის დამარცხება არ გასჭირვებია დონეცკის შახტრას რომლის რიგებშიც უცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ.  პლეიოფის საგზურის განაღდება გუშინ "ბეშიქთაშსაც შეეძლო. მაგრამ მონაკოს დამარცხება ვერ შეძლო, მატთჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამავე ჯგუფში პორტომ ლაიპციგს მოუგო და მეორე პოზიციაზე აინაცვლა. "ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში 10:0 მოუგო "მარიბორს". "ენფილდზე" მასპინძლებმა სამი გოლიც იკმარეს, სევილიამ კი მინიმალური სხვაობით აჯობა მოსკოვის სპრატაკს. 2:1. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მე-5 ტურის მატცები 21-22 ნოემბერს გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი