ტენდერის გარეშე შერჩეულმა კომპანიამ უნივერსიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა 

02 ნოემბერი 2017, 00:00 3682 ნახვა

32 ათასი ლარის ზარალი მიაყენა ბოლო დროინდელმა სტიქიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სახურავს, გამოიცვალა გარე ფასადის მინები და წყალშემკრები მილები. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის კანცლერის ჯემალ ანანიძის განცხადებით, თანხა  უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც სხვადასხვა ტენდერის შედეგად  ეკონომიების ხარჯზე დაგროვდა.

რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, ამისთვის უნივერსიტეტს ტენდერი არ გამოუცხადებია. ‘’აკო 777"-თან ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის წესით გააფორმა.  ამის გარდა, კომპანიის სპეციალისტები უმაღლესი სასწავლებლის სახურავის სხვა ნაწილსაც ჩაუტარებს რეაბილიტაციას. საუბარია 18 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე. ამჯერად კი ‘’აკო 777’’-მა გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.  

პროექტის თანახმად რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავის 600 კვ მეტრ ფართობს. ლითონის კონსტრუქციები მთლიანად გამოიცვლება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი