საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

02 ნოემბერი 2017, 00:00 4822 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დღეს დაიწყეს.

პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება. დაგეგმილია დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება, საარქივო მასალის დამუშავება, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგი, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაცია და ბიოლოგიურ ანალიზი. დოკუმენტაციის მოსამზადებლად სააგენტომ 30 ათასი ლარი გამოიყო.

სპეციალისტების  თქმით, საკათედრო ტაძრის კედელზე არებული ნამუშევრები უნიკალურია. დაზიანებისა გამომწვევი მიზეზი კი სავარაუდოდ სახურავიდან ჩამოსული წყალია.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენლები სხვადასხვა უწყების თანამშრომლებთან ერთად კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციას გეგმავენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში