„ქართველთა მარშის” ახალგაზრდული ფრთის აქცია

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3422 ნახვა

„ქართველთა მარშის” ახალგაზრდული ფრთისა და მასში გაწევრიანებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს თბილისში ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან.  მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ცოტა ხსნის წინ პოლიციასა და  „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს და პოლიციამ მათი დაკავება სცადა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი ითხოვს, ფედერაციამ გარიცხოს ფეხბურთელი გურამ კაშია, ხოლო თავად ფედერაციამ მოიხადოს ბოდიში, რადგან მათი შეფასებით „ეროვნული ნაკრების წევრი პროპაგანდას უწევს ლგბტ თემს“. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს. 
საზოგადოების ნაწილმა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ  სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებენ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშVილმა დაგმო ყოველგვარი ძალადობა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი