ლარი კვლავ გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი 61 თეთრი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარი და 3 თეთრია. ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.