აჭარის უმაღლესი საბჭო ბიუროს დარბაზს იცვლის და ახალ დარბაზში გადასვლასთან ერთად, დეპუტატები, ჟალუზების შეძენას ითხოვენ. ოთახის ჟალუზებით გაწყობა კი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტს 1000 ლარი დაუჯდება.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე განმარტავს, თანხა რბილი ავეჯის შესაძენად გამოყოფილი მუხლიდან ამოვა. ეს ხარჯები კი უმაღლესმა საბჭომ ეკონომიის შედეგად მიიღო. ჟალუზების შედეგად მიღებული კარგი განათების საჭიროებას გაბაიძე ჟურნალისტების ინტერესების გათვალისწინებით ასაბუთებს. მისი თქმით, ბიუროს სხდომებს მედიიის წარმომადგენლები აშუქებენ და კარგი განათება აუცილებელია.