გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი რეგიონში კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ზღვაზე 5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება. დღეს საღამოს ნალექის ინტენსივობა გაძლიერდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 ნოემბრიდან გამოიდარებს და მზიანი ამინდები რამდენიმე დღე გაგრძელდება.