ხულოში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

31 ოქტომბერი 2017, 00:00 2968 ნახვა

უხვი ნალექის გამო სოფელ ბოძაურში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შიდა სასოფლო გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ხულოს გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და შეზღუდვა მოიხსნა. ელექტროენერგია ჭახაურის და ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულებს არ მიეწოდება.

გათოვდა გოდერძის უღელტეხილზეც. თოვლის საფარის სიმაღლე 20 სანტიმეტრს აღწევს. გზების დეპარტამენტის აჭარის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილების პრობლემა არ არის.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი