„ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. 23 ჟურნალისტიდან ჯილდო 8-ს გადაეცა. საკონკურსოდ კი 43 ნაშრომი იყო წარდგენილი. საუკეთესო სატელევიზო ნაშრომად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიუჟეტი, საგაზეთო ნაშრომად კი გაზეთ ბათუმელების სტატია დასახელდა. ასევე დაჯილდოვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, გადაცემა ,,მთავარი აჭარაში” ჟურნალისტი ხათუნა შუშანიძე და ოპერატორი ბაჩი მურვანიძე.
ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიმოიხილა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და განმარტა მიზეზები, თუ რატომ მოაწერა ხელი ქვეყნის უზენაესი კანონის საბოლოო ვარიანტს.