საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია იმართება. პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული და საგაზეთო ნაშრომი.
კონკურსში საზოაგდოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი ხათუნა შუშანიძე და ოპერატორი ბაჩი მურვანიძე მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს.
ჟიურისთვის წინასწარ იყო განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად და ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.