კონსტიტუციური ნორმა და მიწის ბაზარი

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3310 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციაში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს და ბაზარზე მიწის ფასის დაცემას პროგნოზირებს.

გიორგი მარგველაშვილი ჩანაწერის ავტორებს მოუწოდებს, საკუთარი გადაწყვეტილებით ფერმერებსა და სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებაზე იფიქრონ.  პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალ კონსტიტუციაში ძველიდან უცვლელად გადაწერდა ნორმას, რომელითაც მისი თქმით, “სოფლის მეურნეობის აყვავება სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავია”.

სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერზე განცხადება პრეზიდენტმა ფერმერებთან შეხვედრაზე გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი