‘’საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბავშვის მალულად გადაყვანაში იყო ეჭვმიტანილი 5 ოქტომბერს დააკავეს, 6 ოქტომბერს კი სამშობლოში დეპორტით დააბრუნეს’’ - განაცხადა ტრაპზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ავთანდილ მიქაცაძე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ საკონსულოში ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა. მომხდარის შესახებ კი მასმედიის საშუალებებით გაიგეს.
თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟოზე, ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს. ბავშვის გადმოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე მალულად ცდილობდა - ინფორმაცია თურქულ პრესაში ვრცელდება.
საზღვრის გადმოკვეთის დროს, თურქ მებაჟეებს ეჭვი გაუჩნდათ, საქართველოს მოქალაქეს მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, სადაც ბავშვი აღმოჩნდა. თურქული მედიასაშუალების ცნობით, 14 წლის მოზარდის მშობლები თურქეთში იძებნებიან ტერორისტული ორგანიზაცია "ფეტოს" წევრობის გამო. მათი დევნა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო სახელმწიფომ.