ზაზა ხალვაშის ფილმი ტოკიოს კინოფესტივალის ნომინანტია

26 ოქტომბერი 2017, 00:00 8891 ნახვა

ზაზა ხალვაშის ფილმი, “ნამე” ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია. ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი უკვე ტოკიოში არიან. კინოფესტივალი 25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ტარდება.  ფილმი “ნამე” ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია.

მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. რეჟისორი ძველ ქართულ მითოლოგიაზე დაყრდობით ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს, სადაც მამა, ქალიშვილი და სამი ძმა, მღვდელი, მოლა და ათეისტი ცხოვრობენ.

სცენარის მიხედვით, გოგონა ზებუნებრივი ძალითაა დაჯილდოებული. იგი ავადმყოფებს კურნავს. ზაზა ხალვაშმა ძირითადად არაპროფესიონალი და დებიუტანტი მსახიობები შეარჩია. ფილმში ასევე ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ 15 ფილმს, 5 პროფესიონალი ჟიური შეაფასებს, რომელიც გამარჯვებულებს, ტოკიოს გრან-პრის, ჟიურის სპეციალურ პრიზს, პრიზს საუკეთესო რეჟისურისთვის, სამსახიობო შესრულებისთვის და სცენარისთვის გადასცემს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი