“ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი არის მინიმალური, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება” - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, 10 ნოემბრამდე ციტრუსის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება და პროცესში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩაერთვებიან. ფაროსანას წინააღმდეგ ციტრუსის შეწამვლა აჭარაში 18 ოქტომბერს დაიწყო.