,,ენმედიცის“ ბათუმის კლინიკაში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის საქველმოქმედო აქცია 28-29 ოქტომბერს გაიმართება. აქციის ფარგლებში პაციენტები, უფასოდ, სხვადასხვა პროფილის ექიმის - ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, გასტროენტეროლოგისა და თერაპევტის კონსულტაციებს მიიღებენ.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში უფასოდ მიიღებენ დანიშნულების შესაბამის მედიკამენტებს და გლუკომეტრს, უსასყიდლოდ მოემსახურებათ ლაბორატორიაც და გლუკოზას განუსაზღვრავს პერიფერიულ სისხლში; მომსახურებაში შედის მუცლის ღრუს ექოსკოპია.
აქცია ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
მისამართი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N 3ა ცხელი ხაზის ტელეფონები - 271777, 591070505