ბათუმის ''დინამოს'' ასლან ბალაძე გაწვრთნის

24 ოქტომბერი 2017, 00:00 4032 ნახვა

ბათუმის ''დინამოს'' სეზონის ბოლომდე ასლან ბალაძე გაწვრთნის,რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება.  - ამის შესახებ პირველ არხს ბათუმელთა გუნდის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ განუცხადა. 57 წლის ასლან ბალაძე 2-ჯერ იყო ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ბოლო პერიოდში ბათუმური კლუბის სისტემაში მუშაობდა.

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა. საფეხბურთო კლუბი ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში წარუმატებლად გამოდის. 31 ტურის შემდეგ კლუბს 32 ქულა აქვს და 10 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი