ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგისის ქუჩა დაიტბორა. წყალი ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც გადავიდა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ დაზიანებულია წყლის მილი.
კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დაზიანებულია წყალმომარაგების მილი. ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ.
კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე სხვადსხვა ობიექტებს წყალი მიეწოდება. წყალმომარაგება დროებით, მხოლოდ სავაჭრო ცენტრ ‘’მეტრო სითის’’ შეეზღუდა.