მომდევნო ორი დღის განმავლობაში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე უფრო ინტენსიურად გავრცელდება თბილი ჰაერის მასები, რის გამოც 24 და 25 ოქტომბერს, სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობში ტემპერატურა 26 - 28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება 21 - 23 გრადუსი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.