სპორტი მთავარში

19 ოქტომბერი 2017, 00:00 1831 ნახვა

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დღეს რეგიონში მოქმედ 34 სპორტის ფედერაციას საზეიმო ვითარებაში სპორტული ფორმების კომპლექტი გადასცა. აღნიშნული აქცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, სპორტის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა. შედეგად 800-მდე სპორტსმენი ერთნაირი ფორმებით აღიჭურვა. კომპლექტის შესაძენად დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. დეტალები ჩვენი კორესპოდენტის ია სართანიას რეპორტაჟში.

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში ერმანეთს ლოკომოტივი და საბურთალო დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. რკინიგზელთაგან თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა, პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ლაშა შინდაგორიძემ გაათანაბრა. საკუთარ ქალაქში დაბრუნებულმა ფოთის კოლხეთმა კი ჩემპიონობისთვის მებრძოლ ქუთაისის ტორპედოსთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 1-2. ტორპედოელთაგან გოლები, კაპანაძემ და კუხიანიძემ გაიტანეს, ფოთელთა მხრიდან კი თავი გიორგი ჯანელიძემ გამოიჩინა. ტურის ბოლო მატჩი ამ წუთებში სრულდება. ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტი თბილისის დინამო სტუმრად გორის დილასთან მარცხდება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი