ბათუმის ბულვარში კლუბ ''Boom Boom Beach''-ში ხანძარი გაჩნდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სახანძროს სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობს. მეხანძრის თქმით, კლუბი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარეობს და ის ამ ეტაპზე დაკეტილი იყო.
ხანძარი ერთ-ერთმა გამვლელმა შენიშნა. თვითმხილველების თქმით, ხის კონსტრუციას ცეცხლი სწრაფად მოედო და მისი დიდი ნაწილი უკვე დაიწვა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ - ჯერობით უცნობია.